ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მურჯახეთში მდინარეზე ახალი სატრანსპორტო ხიდი აშენდება. სამუშაოებისთვის 584 350 ლარია გამოყოფილი, საიდანაც 49 218 ლარი მუნიციპალიტეტის ინვესტიციაა, 535 132 ლარი – სახელმწიფოს. ტენდერი უკვე შედგა, საბუთების მომზადება მიმდინარეობს.
ვინაიდან სოფელ მურჯახეთის ხიდი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და მის აღდგენას ნებართვა, დიდი თანხები და დიდი დრო სჭირდება, ადგილობრივი ხელისუფლება იქვე ახალ ხიდს ააშენებს.
სოფელ მურჯახეთში ხიდი დიდი ხანია ავარიული იყო. ხიდზე დიდი ხვრელებია, მასზე მანქანები ფრთხილად მოძრაობენ. სოფლის მოსახლეობას ხიდის ავარიული მდგომარეობა დიდი ხანია აწუხებს, ამაზე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას არაერთხელ უსაუბრია. საბოლოოდ, მათი თხოვნა მოისმინეს. სამუშაოებისთვის თანხა უკვე გამოყოფილია, ტენდერი შედგა – მოიგო შპს „მშენ+“-მა 584 350 ლარით. ახლა საბუთები მზადდება.
“საბუთები უკვე წარდგენილია, კომპანია ისტორიის თანახმად ნორმალურია, მსგავსი სამუშაოები ჩატარებული აქვს, ხვალ გამოვიძახებ ხელშეკრულების მომზადებისა და გაფორმებისთვის, 4-დან 10 დღემდე გაგრძელდება”, – ამბობს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის უფროსი როზა იორდანიანი.
ახალი ხიდი ძველის აღდგენის ნაცვლად