დღეს, Energo Pro Georgia-ს ბევრმა აბონენტმა მიიღო შეტყობინება, რომ ელექტროენერგიის გადასახადის ბოლო ვადა იწურება და საჭიროა გადახდა, წინააღმდეგ შემთხვევაში შუქს ჩაუჭრიან. ეს შეტყობინება ავტომატურია. თუ აბონენტს აცნობეს, რომ მის გადასახადს სუბსიდირების ფარგლებში  სახელმწიფო დაფარავს, მაშინ აბონენტს შეუძლია ყურადღება არ მიაქციოს დღევანდელ შეტყობინებას. სუბსიდიები არ გადაიდო.

ბევრი აბონენტი, რომელიც სახელმწიფოს ელექტროენერგიის გადასახადის სუბსიდირების პროგრამაში იყო ჩართული, რა თქმა უნდა შუქის გადასახადს არ გადაიხდის. Energo Pro Georgia -ს ელექტრონული შეტყობინების სისტემამ ავტომატურად გააგზავნა შეტყობინება. იქ ნათქვამია, რომ გადაუხდელობის შემთხვევაში, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვეტენ. ბევრი აბონენტი გაურკვევლობაშია, გადაიხადოს თუ არა.

როგორც Energo Pro Georgia -ს პრესსცენტრში განაცხადეს, აბონენტებს, რომლებსაც აცნობეს, რომ ჩართულნი არიან სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამაში, შეუძლიათ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური არ გადაიხადონ, შეტყობინება აბონენტებს ავტომატურად, პროგრამით მიუვიდათ.