21 ივნისს, ახალქალაქის რეფერალური საავადმყოფოს სამშობიარო სახლში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძაში მცხოვრები ღაზარიანების ოჯახის მე-14 შვილი დანიელი დაიბადა.

დანიელი დაიბადა 2 კგ 600 გრამი, სიმაღლე 48 სმ, კარგ მდგომარეობაში. ვარდუჰი ღაზარიანი ბედნიერი მრავალშვილიანი დედაა. წინააღდეგი არ არის კიდევ ერთი ბავშვი გააჩინოს. „თუ ღმერთმა ინება, ისევ ვიმშობიარებ“, – ამბობს ის.

nane

ექიმები აღფრთოვანებულნი და გაოცებულნი არიან ვარდუის განწყობით.

“ასეთი მშობიარობა ბუნებაში იშვიათბაა. ის ძალიან კეთილი, მშვიდი ქალია. ძალიან დიდი სულიერი თანასწორობა აქვს. ძალიან მშვიდად ვიყავი მშობიაროისას, დარწმუნებული ვიყავი, რომ მისი ძალები მეხმარებოდნენ, უკვე 25 წელია ქალებს ვამშობიარებ. მე-9 ბავშვიც მიმიღია, მაგრამ ეს ჩემი პროფესიული საქმიანობის განმავლობაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ქალი მე-14 ბავშვს აჩენს. ძალიან კმაყოფილი ვარ”, – განაცხადა Jnews-თან საუბრისას გინეკოლოგმა არმენ რსტაკიანმა.

კახარიანების ოჯახში 8 ბიჭი და 6 გოგონაა: იაკობი, ალექსანდრე, ოვანესი, მანუკი უკვე სტუდენტია, ნარემ არუთი, დავითი, არპი, მარიამი, გოა, მკრტიჩი და ლუსინე – სასკოლო და სკოლამდელი ასაკისანი არიან. ყველანი გაერთიანებული ძალისხმევით დაეხმარებიან დედას დანიელის გაზრდაში.

ახალქალაქის საავადმყოფოში ორმაგად არიან გახარებულები, რადგან მიმდინარე წელს მშობიარეთა რაოდენობა მკვეთრად შემცირდა.

“საერთო ჯამში, კორონავირუსის გამო მშობიარობა ახალქალაქში მნიშვნელოვნად შემცირდა. დღეის მონაცემებით, 2022 წელს 109 მშობიარე გვყავდა. შარშან, ამავე პერიოდში 237 მშობიარე იყო”, – ამბობს ახალქალაქის რეფერალური საავადმყოფოს სამშობიარო განყოფილების ხელმძღვანელი, ზოია რაისიანი.

dani2

კაზარიანების ოჯახში მე-13 ბავშვი დაიბადა