12 ივნისის დილის მდგომარეობით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის შედეგად, სულ მცირე 287 ბავშვი დაიღუპა და 508 კი დაშავდა. ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურატურა იუწყება.
მათივე ცნობით, ეს მაჩვენებლები საბოლოო არ არის, რადგან ინციდენტების დადასტურება აქტიური საომარი მოქმედებების რაიონებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე რთულია.
შემთხვევათა უმეტესობა დონეცკში ფიქსირდება, რასაც ხარკოვი და დედაქალაქი კიევი მოსდევს.