ალინა გულანიანმა თავისი ძლიერი ნებისყოფისა და შრომისმოყვარეობის წყალობით მრავალი განსაცდელის გადალახვა შეძლო, ახლა ის სწავლობს ესპანეთში, მოგზაურობს ევროპაში, ეცნობა სხვადასხვა კულტურებს.  

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გომანში დაბადებულმა ალინა გულანიანმა დაწყებითი განათლება სოფლის საჯარო სკოლაში მიიღო, შემდეგ გამოცდები ჩააბარა ექსტერნად და მე-11 კლასში ყოფნისას დაამთავრა სკოლა. ამის შემდეგ მონაწილეობა მიიღო ერთიან ეროვნულ გამოცდებში, ჩააბარა უნივერსიტეტის კომუნიკაციებისა და ევროპული ენების ფაკულტეტის ესპანურ-ინგლისურ განყოფილებაში. ამჟამად სწავლობს მე-3 კურსზე, პარალელურად ესწრება პედაგოგიურ ბლოკს პედაგოგიური კვალიფიკაციის მისაღებად.

ჯერ კიდევ სკოლაში ყოფნისას ალინა მონაწილეობდა პროგრამაში Access-ი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო მის ცხოვრებაში. ამ პროგრამის წყალობით გაიუმჯობესა ინგლისური ენის ცოდნა, განივითარა თვალსაწიერი, შეიძინა ახალი მეგობრები და არაერთ ტრენინგში მონაწილეობდა.

„პროგრამაში მონაწილეობით მივხვდი, რომ ინგლისური ჩემია, ძალიან მომწონს ეს ენა, მინდა მეტი ვიცოდე. სწორედ მაშინ განვსაზღვრე ჩემი მომავალი პროფესია და ამ პროცესში მივხვდი, რომ ესპანური ენისადმი მიდრეკილება მაქვს. ჩემი მოტივაცია იყო ის, რომ მივხვდი, ამ პროფესიის არჩევისას ბოლომდე უნდა ვიბრძოლო, რომ მიზანს მივაღწიო”.

ალინა ამჟამად ესპანეთში, ქალაქ ალმერის უნივერსიტეტში სწავლობს. ის პროგრამა Erasmus+ – ის ფარგლებში გაემგზავრა, რომელც სტუდენტების გაცვლას ითვალისწინებს. ამ პროგრამამ ალინას საკუთარი თავისადმი რწმენა შესძინა, საკუთარი პოტენციალის რეალიზაცია მოახდინოს და ოჯახისგან შორს იცხოვროს.

“პროგრამა Erasmus+ -ი ძალიან დამეხმარა, დავიწყებ იმით, თუ რამ იქონია ჩემზე დიდი გავლენა, სირთულეების მიუხედავად ჩამოყალიბებულიყავი დამოუკიდებელ ადამიანად. ესპანეთში წასვლით კულტურული შოკი მივიღე, ჩვენს კულტურებს შორის დიდია განსხვავება”.

alina alina

ინგლისურისა და ესპანურის გარდა, ჩვენი გმირი ჩინურსაც სწავლობს და ოცნებობს გახდეს კვალიფიციური და მოთხოვნადი თარჯიმანი.

„სკოლაში რომ ვსწავლობდი, ვერც კი ვიფიქრებდი, რომ ამ ყველაფერს მივაღწევდი. გეოგრაფიის გაკვეთილებზე რუკაზე ევროპის ქვეყნებს ყოველთვის ვარჩევდი, ვფიქრობდი, რა იღბლიანები არიან იქ მცხოვრები ადამიანები-მეთქი. არარეალურად მეჩვენებოდა, რომ შემეძლო ეს ყველაფერი ადგილზე მენახა. მაგრამ როგორც ხედავთ, ცხოვრებაში ყველაფერი შესაძლებელია.

ალინა გულანიანმა მოახერხა ესპანეთის, საფრანგეთის, ბელგიის, ნიდერლანდების, პორტუგალიისა და იტალიის მონახულება, უახლოეს მომავალში საბერძნეთში წასვლას აპირებს.

alina pariz

Jnews-ის კითხვაზე, სურს თუ არა მომავალში სამშობლოში დაბრუნება, ალინამ უპასუხა:

„არ მინდა სოფელში დაბრუნება და ცხოვრება, მაგრამ არასოდეს დამავიწყდება ვინ ვარ და სად დავიბადე. ძალიან დიდი იყო ჩემი სკოლის როლი ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაში. ჩემი მასწავლებლები მოტივაციას მაძლევდნენ წინსვლისკენ. არასოდეს დავკარგავ კავშირს მშობლიურ ადგილებთან და პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში ვეცდები დავეხმარო ჩემს რაიონს და სოფელს“.

gulanyan alina

საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, ალინა გვირჩევს არასოდეს შეგვეშინდეს განსაცდელისა და სირთულეების. არ მისცეთ უფლება ვინმეს ან რაიმეს ხელი შეგიშალოთ მიზნის მიღწევაში. არ დანებდეთ წარუმატებლობის შემდეგ, რადგან ერთი-ორჯერ თუ დაეცემით, მესამედ აუცილებლად აისრულებთ ოცნებას.

ლიდა ალმასიანი