დღეს და ხვალ საქართველოში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, 13 აპრილიდან კი გამოიდარებს.
11-12 აპრილს, დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +10, +15 გრადუსამდე დაიკლებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13 აპრილიდან კი გამოიდარებს და შედარებით დათბება.
თბილისში უმეტესად უნალექო და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +13, +15 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.