
თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე 5 და 6 ოქტომბერს საზოგადოებას სახალხო დღესასწაულ „თბილისობისადმი“ მიძღვნილი აქტივობების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
მისივე თქმით, ღონისძიებები რიყის პარკში, ორბელიანის მოედანსა და აბანოთუბანში გაიმართება.
„5 და 6 ოქტომბერს, „თბილისობაზე“ მოსულ სტუმრებს რიყის პარკში და ორბელიანის მოედანზე, დახვდებათ სადღესასწაულო დეკორაციები და ინსტალაციები, აქვე მოეწყობა ღია კინოთეატრი, გასტრონომიული და ღვინის ფესტივალები, სამეწარმეო მარკეტი. დღის განმავლობაში გაიმართება საბავშვო კონცერტები, გასართობი და სპორტული აქტივობები, ასევე, მუსიკალური საღამოები და თეატრალიზებული წარმოდგენები“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის განმარტებით, მსურველებს სრული პროგრამის ნახვა თბილისის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე შეეძლებათ.
„ორბელიანის მოედანზე სტუმრებს მუსიკალური ბენდები უმასპინძლებენ, ხოლო მათ, ვინც რიყის პარკს ეწვევა, საესტრადო შემსრულებლების მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამა დახვდებათ. გარდა ამისა, აბანოთუბანში გაიმართება გამოფენა-გაყიდვა – „თბილისური მრავალფეროვნება“. 5 ოქტომბერს, 20:00 საათზე კი თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება, რომელიც პირდაპირი ეთერით გადაიცემა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
ორბელიანის მოედნის პროგრამა
5 – 6 ოქტომბერი, 12:00-22:00
ორბელიანის მოედნის მუსიკალური პროგრამა
5 ოქტომბერი – გიორგი ათონელის ქუჩა
5 ოქტომბერი – ა.ფურცელაძის ქუჩაზე განთავსებული სცენის მუსიკალური პროგრამა
5 ოქტომბერი – ხაზინის ქუჩა, ქართველი შემსრულებლების ელექტრონული ლაივ შოუები
6 ოქტომბერი – გიორგი ათონელის ქუჩა
6 ოქტომბერი- – ა.ფურცელაძის ქუჩაზე განთავსებული სცენის მუსიკალური პროგრამა
6 ოქტომბერი – ხაზინის ქუჩა, ქართველი შემსრულებლების ელექტრონული ლაივ შოუები