ბუნებრივი გაზის მომწოდებელი კომპანიის მიერ 2022 წლის 1 ივლისიდან იზრდება გაზის ტარიფი, შესაბამისად იცვლება შპს ,,SJGC“-ს მიერ განსაზღვრული ბუნებრივი გაზის არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელთა ტარიფი ჯავახეთში.
2022 წლის 1 ივლისიდან ტარიფი 0.47 აშშ დოლარის ნაცვლად დადგინდა 0,50 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში.
გაითვალისწინეთ, რომ ტარიფის ცვლილება არ ვრცელდება საყოფაცხოვრებო მომხმარებლებზე. მათთვის ფასები იგივე რჩება.
კომპანია “SJGC” თავის კომერციულ აბონენტებს ჯავახეთიდან სთხოვს, დაუკავშირდნენ კომპანიის ოფისებს, ახალი ტარიფებით ხელშეკრულების გასაფორმებლად.