9 აპრილის ღამეს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულგოში, მიტოვებულ შენობაში, დაახლოებით 45 წლის მამაკაცის გვამი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით მამაკაცი გარდაიცვალა აორტის დისექციის გამო.
ადგილობრივების თქმით, გარდაცვლილს მენტალური პრობლემები ჰქონდა, თუმცა, ძალიან მშვიდი ადამიანი იყო. გუშინ საღამოს, როდესაც სახლში არ დაბრუნდა, მშობლები და ძმა შეშფოთდნენ. ძმამ ძებნა დაუწყო, საბოლოოდ ღამით, სახლიდან საკმაოდ მოშორებით, მიტოვებულ შენობაში, გარდაცვლილი იპოვეს.
გვამი ახალციხეში ექსპერტიზაზე წაიღეს და უკან დააბრუნეს. ჩვენი ინფორმაციით, ადამიანი აორტის დისექციის გამო გარდაიცვალა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თვითმკვლელობის ფაქტის გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიხედვით.