საქართველოში კორონავირუსის კიდევ რვა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
მონაცემები საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ოფიციალური ინფორმაციით, კორონავირუსის 170 დადასტურებული შემთხვევიდან 36 პაციენტი გამოჯანმრთელებულია.
კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილია ერთი პაციენტი.
კარანტინის რეჟიმშია 5067 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 330.