დღეს, 11 მაისს, მოძრაობა „წინააღმდეგობამ“ ერევნის ქუჩებში, სხვადასხვა მიმართულებით, დაუმორჩილებლობის აქცია დაიწყო, – ამის შესახებ გუშინ სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილემ, ფრაქცია “ჰაიასტანის” დეპუტატმა იშხან საღათელიანმა განაცხადა.
“მთელი ქალაქი არცახის (მთიანი ყარაბაღი. რედ.) სამფეროვანი დროშებით უნდა გავავსოთ. პარალელურად, დაუმორჩილებლობის აქციები გაგრძელდება. ამის შემდეგ, 16:00 საათზე ვიკრიბებით ამ მოედანზე მნიშვნელოვანი საკითხის განსახილველად“, – ამბობს იგი.
სომხეთის რევოლუციური ფედერაციის (ARF), პარტია “დაშნაკცუტუნისა” და ფრაქცია Hayastan-ის წევრი, გეგამ მანუკიანი ამბობს, რომ აქციის მიზანი იყო მოქალაქეების ინფორმირება და მოწოდება, რომ მათ შეუერთდნენ.
“წარმოვადგენთ ჩვენს მოთხოვნებს, ასევე, მოგიწოდებთ, შემოგვიერთდით!”, – განაცხადა მანუკიანმა.
ნიდერლანდებში მცხოვრები სომხები ასევე გამოვიდნენ ფაშინიანის წინააღმდეგ. სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლა ფაშინიანი ნიდერლანდებში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. მას სხვადასხვა ადგილას სომხური დიასპორის წარმომადგენლები საპროტესტო აქციებით ხვდებოდნენ.
ისინი სკანდირებენ: “სომხეთი თურქების გარეშე!”, “სომხეთის ნიკოლას გარეშე!”, “მემამულე!”, “ნიკოლა გამყიდველო!”, “ნიკოლა დიქტატორი!”
ხელში ეჭირათ პლაკატები, წარწერით: “სამუდამო წყევლა მოღალატეს!”, “ვინც არცახს უღალატა, ის სიუნიკსაც ჩააბარებს!”, “ნიკოლ ვასაკი!” (სიუნიკის თავადი, რომელმაც სპარსეთის მეფის ბრძანებით სარწმუნოება შეიცვალა, ქრისტიანობაზე უარი თქვა და ზოროასტრიზმი მიიღო. რედ).
“მოვიშოროთ გამყიდველი ნიკოლა – არა მხოლოდ ჩვენი ერევნელი თანამემამულეების საქმეა. ეს საერთო სომხური პრობლემაა, ის ეხება სომხეთისა და არცახის უსაფრთხოებას, პრობლემა ისაა, იქნება კი სომხეთი? პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ სომხეთის სომხების გარეშე დარჩება”, – განაცხადა საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.