სომხეთში კორონავირუსის 587 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 14 პაციენტი

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 587 შემთხვევა გამოვლინდა, 529 პაციენტი კი, გამოჯანმრთელდა.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 14 პაციენტი, კიდევ ორის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადება დასახელდა.

ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში სომხეთში კორონავირუსის 5 670 ტესტი ჩატარდა.

9 სექტემბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 246 997 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 230 820 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

პანდემიის დაწყებიდან, ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით სულ 4 968 ადამიანი გარდაიცვალა. 1 169-ის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები დასახელდა.