სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
მონაცემებს ადგილობრივი მედია აქვეყნებს.
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ქვეყანაში ბოლო 24 საათში, ვირუსით გარდაიცვალალების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირდა. სომხეთში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ჯამში, 422 874 პირი დაინფიცირდა, აქედან 8 622 გარდაიცვალა, 412 003 კი – გამოჯანმრთელდა.