დღეს, 28 აპრილს, ახალქალაქის ცენტრალურ მოედანზე, „ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ნაგვის სატვირთო მანქანების უზრუნველყოფის პროექტის“ გახსნის ოფიცილური ცერემონია გაიმართა. იაპონის საელჩოს “ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის” GGP-ის (Grassroots Human Security Grant Program) დახმარებით, 56 000 აშშ დოლარის ღირებულების პროექტი განხორციელდა, რომლის წყალობითაც ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 9 სოფელში ნაგვის შეგროვების პრობლემა მოგვარდება.
გახსნის საზეიმო ცერემონიალში მონაწილეობდნენ: საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, იმამურა აკირა, საქართველოს პარლამენტში ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი, სამველ მანუკიანი, რეგიონალური უფლებამოსილების აპარატის ხელმძღვანელი, გიორგი მიქელაძე, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი, მელკონ მაკარიანი თავის მოადგილესთან ერთად.
„დღეს გაიხსნა პროექტი. ეს ნაგვის მანქანა საჩუქარია ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ადგილობრივი ხელისუფლებისთვის, რომელიც 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მოემსახურება ნაგვის შეგროვებას ამ ტერიტორიაზე, ეს ხელს შეუწყობს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, რათა მუნიციპალიტეტისა და ხალხის კეთილდღეობა გაზარდოს. ძალიან ვამაყობ, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ წამოიწყო ინიციატივა სოფლების ნაგვისგან გაწმენდის მიზნით“, – განაცხადა იმამურა აკირამ.
აღსანიშნავია, რომ GGP-ი (Grassroots Human Security Grant Program) დახმარებას უწევს შედარებით მცირე პროექტებს და მიზნად ისახავს ადამიანთა უსაფრთხოების გაუმჯობესებას საქართველოში შემდეგ პრიორიტეტულ სფეროებში: გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა და განათლება.
ახალქალაქს ოფიციალური ვიზიტით იაპონიის ელჩი ეწვია
იაპონიის ელჩი ახალქალაქში ვიზიტს განაგრძობს (Photo)
პროექტი ჯერ კიდევ 2021 წელს განხორციელდა, მაგრამ გახსნაზე ელჩის ჩამოსვლა პანდემიისა და სხვა მიზეზების გამო გადაიდო. ნაგვის მანქანა, რომლის ღირებულება 308 000 ლარია, საქართველოში იაპონიის საელჩომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით შეიძინა. პროექტი კი კავკასიის ინსტიტუტის, მესხ-დემოკრატთა კავშირის, ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” შუამავლობით და ახალქალაქის საკრებულოსა და მერიასთან არსებულ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოსთან თანამშრომლობით შემუშავდა.