საქართველოში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 259 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაცვლილა ორი პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 7 360 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 6 080, „პისიარ“-ტესტით – 1 280.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,18%, ბოლო 14 დღის – 1,21%, ბოლო 7 დღის – 1,15%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 654 163 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 635 550 გამოჯანმრთელდა, 16 797 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 877 023 აცრა, დღიურად აცრილია 63.
ამასთან, 22 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 161 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 301 პირი, გარდაიცვალა ერთი პაციენტი.