შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით კანონპროექტები შეიმუშავა.
სხვა საკითხებთან ერთად, ჯარიმა დაწესდება ე.წ. დრიფტის (მოძრაობა მოცურების ტექნიკით მაქსიმალური სიჩქარით მოსახვევისას) გამო.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებები დრიფტისთვის 300 ლარის (100 დოლარზე ცოტა მეტი) ჯარიმას და მართვის მოწმობის ბალანსიდან 30 ქულის ჩამოჭრას (სულ, მართვის მოწმობის თითოეულ მფლობელს 100 ქულა ეთმობა) ითვალისწინებს. დამამძიმებელ გარემოებად ჩაითვლება დრიფტი, რომელიც გამოიწვევს დაზიანებას. ამ შემთხვევაში სანქციის ზომა 500 ლარამდე (დაახლოებით $180) გაიზრდება, ხოლო მძღოლი 35 ქულას დაკარგავს.
შსს-ს მიერ შემუშავებული კანონპროექტები ასევე ითვალისწინებს დასჯას რეგისტრაციიდან მოხსნილი სატრანსპორტო საშუალების გამოყენებისთვის – ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით (700 დოლარზე მეტი) და მართვის მოწმობის 30 ქულის ჩამორთმევა.
დაჯარიმებულია ასევე სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის ექსპლუატაციის დროს ხმაურის დონე დადგენილ სტანდარტებს აღემატება. დარღვევის შემთხვევაში მძღოლს 100 ლარის (35 დოლარი) გადახდა მოუწევს და 10 ქულა ჩამოერთმევა. ცნობილია, რომ პირველ ეტაპზე შინაგან საქმეთა სამინისტრო გეგმავს საკანონმდებლო ბაზის შექმნას, მოგვიანებით კი ხმაურის საზომი აპარატურის შეძენას.
ახალი ცვლილებები ასევე ზრდის ჯარიმებს შემდეგი დანაშაულებისთვის: