საქართველოში კორონავირუსის 235 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 496 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ხუთი პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 20 318 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 18 357, „პისიარ“-ტესტით – 1 961.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,16%, ბოლო 14 დღის – 1,58%, ბოლო 7 დღის – 1,34%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 652 707 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 633 338 გამოჯანმრთელდა, 16 788 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 871 126 აცრა, დღიურად აცრილია 1 113.
ამასთან, 14 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 237 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 648 პაციენტი, გარდაიცვალა ორი ადამიანი.