01.04.2020
ნახვები: 787 |
ავტორი: Kristina Marabyan
დღეს, ბრიფინგის დროს, ახალქალაქის მერის მოადგილემ არმენ მარანგოზიანმა პუნქტებად ჩამოთვალა ის ყველა ახალი წესი, რაც საერთო კარანტინის გამოცხადებისთანავე ამოქმედდა.
ახალქალაქის მერია მოსახლეობას თხოვნით მიმართავს დაიცვან წესები და უსაფრთხოების ზომები, რადგან ერთი მოქალაქის ჯანმრთელობა- ეს მთლიანი რეგიონის ან ქვეყნის ჯანმრთელობაა.
- ყველა ადამიანს, ყოველ დღე, ქალაქში გადაადგილებისას უნდა თან ახლდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ID ბარათი ანუ პირადობა.
- აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა.
- გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომანქანებით და ტაქსით.
- მანქანაში არაუმეტეს 3 ადამიანისა უნდა იჯდეს, მათ შორის მძღოლი, ყველა მგზავრი უკანა სავარძელზე უნდა მოთვსდეს.
- იკრძალება ერთ ადგილას 3 ადამიანზე მეტის შეკრება, სასურსათე მაღაზიებისა და აფთიაქების გამოკლებით, სადაც 2 მეტრიანი დისტანციის შენარჩუნებაა საჭირო.
- ქუჩებში აკრძალულია 70 წელზე უფროსი ადმიანებისთვის გადაადგილება, იმ გამონაკლის შემთხვევაში, თუ ადამიანი უახლოეს სასურსათე მაღაზიაში, აფთიაქში ან სამედიცინო დაწესებულებაში მიდის.
- ქვეყნის მასშტაბით 21:00-დან დილის 06:00 საათამდე მოძრაობა აკრძალულია, როგორც მანქანებით, ასევე ფეხით.
- ადმინისტრაციული ხაზების გაკონტროლებისათვის მაკონტროლირებელი პუნქტები შეიქმება თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთში, ზუგდიდში, გორში (ასევე ახალციხესა და თელავში).