აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააფართოვა. ე.წ. შავ სიას რუსეთის რვა მოქალაქე და 29 ორგანიზაცია დაემატა.

ამერიკულ ბაზარზე წვდომა შეეზღუდება რუსეთის „გაერთიანებულ ხომალდმშენებელ კორპორაციას“ და ალმასების მომპოვებელ კომპანია „ალროსს“.

ნუსხაში ასევე შეიყვანეს კონსტრუქტორული ბიურო „ალმაზი“ და „რუბინი“ და სხვა კომპანიები.

პერსონალური სანქციები დაუწესდა „გაერთიანებული ხომალდმშენებელი კორპორაციის“ დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელ გეორგი პოლტავჩენკოს და ამავე კორპორაციის გენერალურ დირექტორს, ალექსეი რახმანოვს.