საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 29 მარტს ერთი ამერიკული დოლარი 3.1917 ლარი ეღირება, ევრო – 3.5054 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.1987 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 3.2234 ლარი ღირდა, ევრო – 3.5486 ლარი, ხოლო ფუნტი – 4.2481 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 29 მარტისთვის ამოქმედდება.