საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის ფარგლებში მთავრობამ პენსიების ინდექსაციის წესის შემოღება გადაწყვიტა.
მისი თქმით, 2021 წლის იანვრიდან ყველა პენსიონერს პენსია გაეზრდება არანაკლებ ინფლაციის მაჩვენებლისა. მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ ფასების ზრდა გავლენას ვერ მოახდენს რეალური პენსიის მოცულობაზე.
პრემიერის განცხადებით, ამ წესის მიხედვით, ინფლაციის და ეკონომიკური ზრდის მიუხედავად, 70 წელს ქვემოთ პენსიონერებს, პენსია გაეზრდებათ არანაკლებ 20 ლარისა, 70 წელს ზევით პენსიონერებს კი არანაკლებ 25 ლარისა.
გახარიას თქმით, ამ პირობებით ისარგებლებს 410 000 პენსიონერი.