საქართველოს ხელისუფლების ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში სოციალური დახმარების სახით 300 ლარის ოდენობის ერთჯერადი კომპენსაციის მიღებას შეძლებენ მძღოლები, რომლებიც დარეგისტრირებულნი არ არიან და მუნიციპალიტეტის მგზავრები და მოსწავლეები დაჰყავდათ, ასევე ისინი, ვინც სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას რესტორნებსა და სხვა ობიექტებს ურიგებდა.
საგანგებო მდგომარეობის პირობებში შემოსავლის დაკარგვის გამო კომპენსაციების გაცემა მაისის თვის მეორე ნახევარში დაიწყება. ასევე დაიწყება იმ ადამიანების რეგისტრაცია, რომლებმაც ყოველდღიური შემოსავალი დაკარგეს.
შემოსავლების სამსახურის სისტემაში დარეგისტრირებული პირების ვითარება უფრო მარტივია. ინფორმაცია, რომელიც სისტემას გადასახადების სახით მუდმივად გადაეცემა, შემოსავლებისა და მისი დაკარგვის საფუძველს წარმოადგენს.
იმ ადამიანებს, ვისაც ეკონომიკური აქტივობა ჰქონდა და 2020 წლის პირველ კვარტალში ამით გამოიმუშავებდა თანხას, მაგრამ პანდემიის გამო შემოსავალი დაკარგა, რეგისტრაციის არ ქონის შემთხვევაში მოუწევს ეკონომიკური აქტივობის დასაბუთება.
როგორც იუწყებოდა ადრე Jnews-ი, აღნიშნული კომპენსაციის მიღება შეუძლია ყველას, ვინც ვაჭრობდა და სხვადასხვა მომსახურეობას ეწეოდა. მათ ცნობა კომპანიიდან ან დამსაქმებლისგან უნდა აიღონ. ხელმძღვანელობის არარსებობის შემთხვევაში ცნობის გაცემა შეუძლია მუნიციპალიტეტს.
კომპესაციის მიმღებთა შორის არიან სამარშრუტო ტრანსპორტის მძღოლებიც, რომლებსაც მგზავრები სოფლის შიგნით ან სოფლიდან ქალაქში ან სხვა სოფელში გადაჰყავდათ. თუ ისინი ავტოსადგურთან არ თანამშრომლობდნენ, მაშინ მათ შეუძლიათ მტკიცებულების სახით მუნიციპალიტეტში გაცემული ცნობა წარადგინონ.
ის მძღოლები, რომლებსაც გადაჰყავდათ მოსწავლეები და არ არიან დარეგისტრირებულნი ასევე შეძლებენ კომპენსაციის მიღებას. მათ ტრასპორტირების ორგანიზატორის მხრიდან ცნობა უნდა წარადგინონ, რომელიც შემოსავლების სამსახურში ოფიციალურად არის რეგისტრირებული. მათ მტკიცებულების სახით ასევე შეუძლიათ მომსახურების გადახდის დამამტკიცებელი საბუთის წარდგენა.
კომპენსაციის მიღება ასევე შეუძლია იმ ადამიანებს, რომლებიც სუვენირებს მუდმივად აბარებდნენ გასაყიდად ან სასოფლო-სამეურნეო პროდიქციას აბარებდნენ რესტორნებში და სხვა ობიექტებში. ამისათვის მათ უნდა წარადგინონ ანგარიშსწორების პირველადი დოკუმენტი, რომლის თანახმადაც პროდუქტის ჩამბარებელსა და მიმღებ კომპანიას შორის მიმდინარეობდა გაცვლის პროცესი.
კომპენსაციის მიღება ასევე იმ ფიზიკურ პირებს შეუძლიათ , რომლებიც მუშაობდნენ ძიძებად, რეპეტიტორებად, დამლაგებლებლად ან სხვა მომსახურეობას ეწეოდნენ. თუმცა, პირმა შემოსავალი უნდა დაასაბუთოს კომპანიის მხრიდან გაცემული ცნობით, რომელიც დარეგისტრირებულია საშემოსავლო სამსახურში და რომლის მეშვეობითაც მან მიიღო აღნიშნული სამსახური.
კომპენსაციის მიღების ინსტრუქციაში ასევე ნათქვამია, რომ კომპენსაციის მიღება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ახორციელებდა ეკონომიკურ აქტივობას და 2020 წლის პირველ კვარტალში ჰქონდა შემოსავალი, თუკი პირი შეძლებს შემოსავლის მიღების დამტკიცებას, მაგალითად საბანკო გადარიცხვების ამონაწერის დახმარებით.
ერთჯერადი 300 ლარიანი დახმარების ან კომპენსაციის მისაღებად მოქალაქეებმა ჯანდაცვის სამინისტროს გვერდზე, არაუგვიანეს 1 ივლისისა, უნდა შეავსონ ელექტრონული ფორმა- www.moh.gov.ge. ბრიფინგზე ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლების განცხადებით, აღნიშნული ფორმა 15 მაისისათვის იქნება ხელმისაწვდომი. ფორმაში მოქალაქეებმა უნდა მიუთითონ:
– სახელი, გვარი, პირადი ნომერი
– საკონტაქტო მონაცემები (ფაქტობრივი მისამართი და ტელეფონის ნომერი)
– საბანკო რეკვიზიტები
– საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე შემოსავლის წყაროს შესახებ ინფორმაცია.
განაცხადის შევსების შემდეგ, ორი კვირის განმავლობაში სპეციაური კომისია თითოეულ საქმეს განიხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას დასაქმების სააგენტოს გადასცემს, რომელიც 10 დღის განმავლობაში კომპენსაციის გაცემაზე იზრუნებს.