საქართველოში კორონავირუსის 475 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 507 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 20 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 8 311 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 6 203, „პისიარ“-ტესტით – 2 108.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 5,72%, ბოლო 14 დღის – 8,47%, ბოლო შვიდი დღის – 5,54%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 641 874 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 598 286 გამოჯანმრთელდა, 16 663 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 842 355 აცრა, დღიურად აცრილია 656.
ამასთან, 19 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 849 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 855 პაციენტი, გარდაიცვალა 13.