უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე 112 ბავშვი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, ჩერნიგოვში ნანგრევებიდან მაშველებმა ორი მცირეწლოვანის ცხედარი ამოიყვანეს. გარდაცვლილები 7 წლის ტყუპები არიან.
ნაღმის აფეთქებას 16 წლის მოზარდი ემსხვერპლა ნიკოლაევსკის ოლქშიც.
ლვოვში ცენტრალურ მოედანზე დაღუპული ბავშვების ხსოვნის პატივსაცემად საბავშვო ეტლები გამოფინეს.