ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო, საქართველოში ლტოლვილების ნაკადი შეიმჩნევა, უკრაინელები, რომლებმაც დაკარგეს სახლები, რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეები, რომლებიც არ ეთანხმებიან თავიანთი ქვეყნის პოლიტიკას, აქ ჩამოვიდნენ. თუმცა უმრავლესობა საცხოვრებლად დიდ ქალაქებს ირჩევს: თბილისს, ბათუმს. ახალქალაქში, ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, უკრაინიდან დევნილი მხოლოდ ორი ოჯახია. ქალაქმა, რომელიც არ არის მიჩვეული ლტოლვილებს, არ იცის როგორ მიიღოს ლტოლვილები, ამიტომ ისინი სხვადასხვა სირთულეებს აწყდებიან. Jnews-ი დარია იაბლონსკაიას ოჯახს ესტუმრა, რომელიც დონეცკიდან არის.

ნაცრისფერი სახლი, ვიწრო თეთრი კარი. მის უკან არის მეგობრული, ნათელი და ხმაურიანი, დიდი ოჯახი. დარია, მისი დედა, სამი შვილი, ძაღლი და კატა. ბნელი ორი ოთახი, მინიმალური, ძველი, საბჭოთა ავეჯით. რამდენიმე მცდელობის შემდეგ დარიამ ძლივს იპოვა ეს სახლი.

“სახლებს რამდენჯერმე ვწმინდავდით, მერე “წასვლას” გვთხოვენ, მთავარი მიზეზი ძაღლია, ახალქალაქში სახლებში ძაღლების შენახვა არ არის მიღებული”, – ამბობს 29 წლის დარია.

Malchiki    ამ ოჯახში ვერ წარმოუდგენიათ ცხოვრება შინაური ცხოველების გარეშე  

ის სასწრაფო დახმარებაში მუშაობდა, რქიმი- თერაპევტია, მაგრამ დარწმუნებულია, რომ აქ თავის სპეციალობით სამუშაოს ვერ იპოვის, რადგან საჭიროა ლიცენზია და სახელმწიფო ენის ცოდნა. დარია ნებისმიერ სამუშაოზე თანახმაა. როცა უკრაინიდან წასვლა გადაწყვიტეს, არჩევანი საქართველოზე შეაჩერა, დარია ინტერნეტიღ დაუკავშირდა ახალქალაქის ერთ-ერთი რესტორნის თანამშრომლებს, რომლებიც სამსახურს და სახლს დაჰპირდნენ, სადაც ოჯახთან ერთად იცხოვრებდა. ერთი კვირაც არ უმუშავია, შევიწროების გამო, როგორც თავად ამბობს, იძულებული გახდა დაეტოვებინა. სამდღიანი სამუშაოს ანაზღაურება არ მიუღია. ის მივიდა პოლიციაში, რათა გაეგო რა უნდა გაეკეთებინა ამ სიტუაციაში. იქ მას მოუსმინეს, შემდეგ კი პოლიციამ აიძულა რესტორნის ადმინისტრაცია დარიასთვის მიეცათ ნამუშევარი დღეების ანაზღაურება.

„მენტალიტეტი განსხვავებულია. ის, რაც აქ ნორმალურად ითვლება, უცნაურია ან სხვაგვარი ინტერპრეტაცია აქვს, მაგრამ ამას შეიძლება შეგუება სჭირდება. არ ვიცი. მითხრეს, რომ თუ დაჯდები კაცებთან, ან ლუდს დალევ, ან უბრალოდ მათთან ერთად დაჯდები სუფრასთან ყველა რაღაცას იფიქრებს. ჩვენთან ეს ნორმალურია. ანუ ჩვენთან ამაზე არავინ იფიქრებს, თუ ფაქტი სახეზე არ არის. ეს ეხება მამაკაცებს. ადამიანებთან დაკავშირებით. რატომღაც თქვენთან მიუღებელია ხალხისთვის სიმართლის თქმა. გეტყვიან, – დიახ, დიახ, კარგი, ჩვენ დაგირეკავთ, დიახ, დაგეხმარებით. შემდეგ კი უბრალოდ დაიკარგებიან. თავაზიან სახეს გაჩვენებენ. ჩვენთან პირდაპირ გეტყვიან, ჩვენთან მიღებულია უხეშ ფორმაში პასუხის გაცემა, ან დამცირება, მაგრამ თქვენთან თავაზიანად და ლამაზად, მაგრამ ეს საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ ისინი კარგად გექცევიან“, – ამბობს დარია იაბლონსკაია.

 

Darya 2    დარია იაბლონსკაია

ერფეროვან ოთახებს სამი ოქროსთმიანი ბავშვი ანათებს: 6 წლის ნიკოლაი, 5 წლის სტეპანი და 3 წლის ვასილისა. სამივეს უხარია, სტუმრის მიღება. აჩვენებენ სათამაშოებს. კითხვაზე, სურთ თუ არა სახლში, სამშობლოში დაბრუნება, ბავშვები კატეგორიულად პასუხობენ: „არა. იქ ომია, აფეთქებებია“.

Dasha

სანამ დარია სამსახურს ეძებს, მუშაობს, ან საბუთების საქმეს აგვარებს და ვაჭრობითაა დაკავებული, დედა, ეკატერინა იაბლონსკაია შვილიშვილებს უვლის. ის ოკუპაციამდე საბავშვო ბაღის აღმზრდლად მუშაობდა.

“ბოლო წუთამდე არ მინდოდა ქვეყნის დატოვება, ის ჩემს გამო ბოლომდე წელავდა დროს. ჯანმრთელობა მანცადამაინც არ მიწყობს ხელს.  ჩვენ ვმუშაობდით და ვფიქრობდით, რომ ყველაფერი მოგვარდებოდა. მერე უცებ, ერთ დღეს გავიღვიძე და მივხვდი, რომ ომია. რატომ, რისთვის? ეს იყო შოკი და სტრესული სიტუაცია.  ჩვენი ქვეყანა  ერთი მთლიანობა ვიყავით და უცებ ყველაფერი გაიყო. ახლა გასაგებია, ყველაფერს დღევანდელი პოზიციიდან თუ გადავხედავთ, ნათელია, რომ  ადამიანები სპეციალურად ჩამოვიდნენ, ნასწავლები, რომლებიც  ხალხში შფოთს თესავდნენ, მოუწოდებდნენ მათ გამოსულიყვნენ ქუჩაში, რაღაც მოეთხოვათ. საშინელება იყო. დაიწყო დაბომბვები, საბავშვო ბაღის ფანჯრების შუშები იმსხვრევა. ბავშვების გამო გეშინია. თავშესაფარი არ არსებობდა. სარდაფში ჩაგვყავდა ბავშვები, რომელიც ჩემზე მაღალი იყო. ეს ნიშნავს, რომ კიბე უნდა გქონდეს, მაგრამ როგორ? ყველაფერი ძალიან საშიში იყო. შემდეგ კი ყველაფერი დაწყნარდა, გაიყინა. ჩვენ შეზღუდულები ვიყავით, ვერსად მივდიოდით, კომენდანტის საათი, 22:00 საათის შემდეგ, შემდეგ კი 23:00. სახლში უნდა დავრჩენილიყავით. მხოლოდ თუ ნაგვის გასატანად გახვიდოდი. სადარბაზოშიც კი დაგიჭერდნენ, წაგიყვანდნენ და შეიძლება ღამე იზოლატორში გაგეთენებინა, ხოლო დილით ახლობლებს პასპორტი, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა უნდა მოეტანათ და მერე გამოგიშვებდნენ“, – ყვება ეკატერინე.

Vasilisa   ვასილისა

დერეფნის შორეულ კუთხეში, სადაც მოწყობილია სასადილო, ფანჯარასთან არის კომპიუტერი. დარიას თქმით, მხოლოდ აქ იჭერს ინტერნეტი,ამიტომ ნათესავებთან და ქმართან, რომლებიც დონეცკში დარჩნენ, ამ კუთხეში მჯდომარე ურთიერთობს. დარიას ქმარი ოჯახთან ერთად ვერ წამოვიდა, რადგან მოსახლეობის მამრობითი სქესის ნაწილს ომის ზონიდან უბრალოდ არ უშვებენ. დარიას მამამთილი და დედამთილი და მისი 84 წლის ბებია, რომელიც ავად არის და ვერ მოძრაობს, უკრაინაში რჩებიან.

დარიამ საქართველოში წამოსვლა შვილებთან და დედასთან ერთად გადაწყვიტა, როცა წყალს გრაფიკით აძლევდნენ და მე-4-5 სართულზე საერთოდ არ ადიოდა. ჯერ როსტოვში წავიდნენ. ხოლო იქიდან ერთმა მანქანამ ჩამოიყვანა საქართველოში. თბილისში კი მათ იმ რესტორნის თანამშრომლები დახვდნენ, სადაც დარიამ ჩამოსვლისთანავე დაიწყო მუშაობა.

«ყველა მეუბნებოდა, – წადი რუსეთში, თითო ბავშვზე 10 000-ია ფულადი დახმარება, მრავალშვილიანი ოჯახი კიდევ უფრო მეტი ფულია. დაშამ თქვა, როგორ შეიმიძლია წავიდე იმ ქვეყანაში, რომელმაც ჩვენი სამყარო დაანგრია. ძვირი ღირდა ევროპაში წასვლა, ამისთვის საჭირო იყო ბევრი ფული. ახალქალაქში, იმიტომ რომ პატარა ქალაქია, ბუნებაში ყოფნა უნდოდა, ამბობდა, რომ არის მდინარეები, სუფთა ჰაერი, სუფთა წყალი. თბილისში უფრო ძვირია. შეზღუდული ვართ თანხებში. მინდოდა სადმე წავსულიყავი, რომ ბავშვები ქუჩაში არ დარჩენილიყვნენ. ჩვენ ცხოველებთან ერთად ვართ. სასტუმრო გამოირიცხა, ყველა სახლი არ გღებულობს ცხოველებით. მაგრამ შინაურ ცხოველებს ვერ დავტოვებდით, გვითხრეს, რომ შეგვეძლო თავშესაფარში წაყვანა, მაგრამ როგორ. ის ძალიან არის მიჯაჭვული დაშაზე, ელოდება, ენატრება და არ ჭამს მისი არყოფნის დროს. როგორ გავაგდო?“, – ამბობს ეკატერინა იაბლონსკაია.

თითქოს მიხვდა, რომ მასზე ვსაუბრობდით, კეთილი და მეგობრული ნიუშა, ასე ჰქვია დარიას ჰასკის, გახარებული მოვიდა და სტუმრებთან თამაში დაიწყო. ცოტა უფრო შორს ფანჯარასთან იჯდა სერიოზული, სრულიად თეთრი კატა – პუშკა. ისინი ოქროსთმებიანების ერთადერთი მეგობრები არიან ჯერჯერობით. მთელ დროს ერთად ატარებენ მათთვის უცნობ ქალაქში.

Nikolai  ნიკოლაი წლეულს პირველ კლასში მიდის  

მიუხედავად იმისა, რომ დარიას ჩამოსვლის დაწყებიდანვე მოუწია ახალქალაქში სიძნელეების ატანა, მაინც გადაწყვიტა ქმრის ჩასვლას დალოდებოდა, მერე გადაწყვეტს, როგორ მოიქცეს. უკვე იპოვა ბინა, სადაც მალე გადავა, საბუთები შეაგროვა და სკოლაში წარადგინა, უფროსი ნიკოლაი წელს ახალქალაქის რუსულ სკოლაში პირველ კლასში წავა. დარია ჯერ კიდევ არ არის სრულად ადაპტირებული ახალქალაქში და ხშირად ესაჭიროება დახმარება და რჩევები.

“ქალაქი პატარაა და ინფორმაცია სწრაფად ვრცელდება. უსიამოვნოდ გამიკვირდა, რამდენად სწრაფად ვრცელდება ინფორმაცია თქვენთან, მაგალითად, მივდივარ ბაზარში, “ა, შენ ის უკრაინელი ხარ”? ზოგჯერ ეს ინფორმაცია შელამაზებულია. მე არ მაქვს მხარდაჭერა და უნდა მოვიდეს ჩემი ქმარი, რომ გავერკვიოთ, გვაქვს თუ არა საკმარისი შემოსავალი, რადგან ის მუშაობს ინტერნეტის საშუალებით, იქნება თუ არა ფული საკმარისი, რომ დაველოდოთ აქ,” – ამბობს ის.

ძირითადი სირთულეები, რომლებსაც დარია ახალქალაქში შეხვდა, იყო საცხოვრებელი, შევიწროება და უმუშევრობა. დარჩება თუ არა მისი დიდი და მეგობრული ოჯახი ახალქალაქში, ჯერჯერობით უცნობია, მიუხედავად იმისა, რომ ენატრება ახლობლები და სამშობლო, სადაც ომია, თვლის, რომ ოჯახის უსაფრთხოება უფრო მნიშვნელოვანია.