ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის ავტომაგისტრალზე (კმ 94-კმ 110 – ფარავნის უღელტეხილი) მსუბუქი ავტომობილების მოძრაობა აღდგენილია. მისაბმელიანი ან ნახევრადმისაბმელიანი მანქანებისთვის მოძრაობა ღიაა, მაგრამ შეზღუდვებით.
ქარბუქის საფრთხის გამო, ფარავნის უღელტეხილზე, ყოველდღიურად, 20:00 საათიდან 08:00 საათამდე, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, დანარჩენ დროს კი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
შეგახსენებთ, რომ დიდთოვლობის, ქარბუქისა და ქარის გამო, გასული კვირის პარასკევიდან გადაკეტილია ახალქალაქიდან თბილისისკენ მიმავალი გზა ნინოწმინდისა და წალკის გავლით.