საქართველოში კორონავირუსის 4 835 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 13 840 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 41 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 26 252 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 12 913, „პისიარ“- ტესტით – 13 339.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 18,42%, ბოლო 14 დღის – 26,68%, ბოლო 7 დღის – 22,64%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 603 007 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 491 321 გამოჯანმრთელდა, 16 138 კი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმშია ოთხი, სტაციონარში მეთვალყურეობას 1 245 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 449 პირი.
ამასთან, 26 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 6 236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 14 909 პაციენტი, გარდაიცვალა 43.