13 აგვისტოს, სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი, სომხეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, გიორგი საგანელიძეს შეხვდა, რომელიც სომხეთში დიპლომატიურ მისიას ასრულებდა, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ -მინისტრის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
პრემიერ -მინისტრმა სომეხი და ქართველი ხალხების მეგობრობაში საგანელიძის ღვაწლზე ისაუბრა და საერთაშორისო ურთიერთობების განვითარება და წარმატებები უსურვა. ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სომხეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგი მაღალ დონეზე მიმდინარეობს, რაც ბოლო პერიოდში ხშირი ვიზიტებით დასტურდება. სომხეთის მთავრობისთვის მნიშვნელოვანია საქართველოსთან პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ, ჰუმანიტარულ და საგანმანათლებლო სფეროებში თანამშრომლობა გაგრძელდეს. ის მზადაა აქტიური მუშაობა გააგრძელოს ამ მიმართულებით.
სომხეთში საქართველოს ელჩმა პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს დადებითი შეფასებისა და ეფექტიანი ერთობლივი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. გიორგი საგანელიძემ განაცხადა, რომ სომხეთს თბილი შთაბეჭდილებებით ტოვებს და სომეხი ხალხის ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი იქნება.