ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა – LAG -მა, ევროკავშირის ENPARD2-ის პროგრამის ფარგლებში ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 43 ბიზნესპროექტი დააფინანსა, ჯამში 2,040,612 ლარის ოდენობით. Jnews-ი იწყებს მცირე გამოძიებას იმ ადამიანების საქმიანობაზე, ვინც დაფინანსება მიიღო ბიზნესის განსავითარებლად, რათა გაარკვიოს, რამდენად ეფექტიანი იყო ეს პროექტები ამ ადამიანებისთვის და მთლიანად მუნიციპალიტეტისთვის. პირველი იყო არმენ პოღოსიანი, რომელმაც 2019 წელს ახალქალაქში ყვავილების სათბური ააშენა.

სათბური ზამთარში არ მოქმედებს. ჩვენი იქ ყოფნის დროს, სათბურის სახურავი ღია იყო, თოვლით იყო დაფარული. ოთხი თვის განმავლობაში სათბური არ მუშაობს, ყვავილების დარგვა მარტში იწყება და მხოლოდ მაისში შეიძლება მათი გასაყიდად შეგროვება.

არმენ პოღოსიანის თქმით, ზამთარში სათბურის გათბობა არ არის მომგებიანი, მისი გათვლებით, ხარჯებმა შესაძლოა შემოსავალს 2000 ლარით გადააჭარბოს.

„ჩვენი მიწა ცივია, მუდმივად უნდა გაათბო, რომ ზამთარში ყვავილები არ გაიყინოს. ეს არ არის მომგებიანი, 1000 დოლარად უნდა გაათბო, მერე მომუშავეებს უნდა გადაუხადო. შედეგად დღეში 3-ჯერ 100 ყვავილის მოკრეფა არ არის მომგებიანი, 5000 ლარის დახარჯვის შემთხვევაში“, – ამბობს არმენ პოღოსიანი.

თავდაპირველად, ბიზნესის დაგეგმვისას, სათბურის გათბობას არ ითვალისწინებდა.

«პროექტი ზამთარში გათბობის გარეშე დავწერე, რადგან არ ვიცოდი გათბობისთვის რა ტექნოლოგია ამეღო, ქვანახშირი, გაზი, ელექტროენერგია აქ არ არის, მეშინოდა, რომ არ დააფინანსებდნენ, რადგან ეკოლოგიურად სუფთა პროექტებს აფინანსებენ»,- ამბობს არმენი.

თუ მარტში ზედიზედ 10 დღე სითბო იქნება, არმენი ყვავილების დარგვას დაიწყებს.  ახალქალაქში უკვე თბება ამინდი და ალბათ 1-ელ ან 8 მარტს ყვავილების დარგვას დაიწყებს.

parnik 1
ყვავილების სათბური 2020 წლის ზაფხულში

ახალქალაქში ყვავილების 5 მაღაზიაა, თუმცა სათბურის არსებობა ყვავილების ფასზე გავლენას არ ახდენს. არმენსაც აქვს თავისი ყვავილების მაღაზია, ზრდის და ყიდის მთელი დღის განმავლობაში. ზამთარში ყვავილები თბილისიდან ჩამოაქვს, ზაფხულში კი,თავისებს ყიდის და კმაყოფილია, რომ განბაჟებისა და ტრანსპორტირების საფასურის გადახდა არ უწევს. ყვავილების ფასი განსხვავებულია, ეს დამოკიდებულია ყვავილის ღეროს სიმაღლეზე. პატარა 12 ცალი 5 ლარი, 3 ცალი 1 ლარი და დიდი 5-დან 7 ლარამდე ღირს.

მოყვანილ ყვავილებს უმეტესად თავის მაღაზიაში ყიდის, როცა ახალქალაქში ყვავილების გაყიდვის სეზონი არ არის, ნაწილს ნინოწმინდაში გზავნის, თბილისის მაღაზიებშიც ყიდის და აბარებს.

სათბური 2020 წლის ზაფხულში

მიუხედავად იმისა, რომ სათბური 4 თვეა უმოქმედოა, არმენი კმაყოფილია. მას მიაჩნია, რომ ახალქალაქში ნებისმიერი სათბური მომგებიანია, რა მოსავალიც არ უნდა იყოს მოყვანილი.

„ახალქალაქის ნებისმიერ სათბურს წელიწადში 10 000 აშშ. დოლარი მოაქვს და თუ კარგი მოსავალია, მაშინ 12 000 აშშ. დოლარი“, – ამბობს არმენ პოღოსიანი.

არმენის თქმით, ამ სათბურმა მას სტიმული მისცა და ახლა იქვე კიდევ ორ სათბურს აშენებს.

ყვავილების გარდა მარწყვიც მოჰყავს, მაგრამ მარწყვის ფართობი ყვავილებთან შედარებით მცირეა, თუმცა სათბურების გაფართოებასთან ერთად მარწყვის ფართობების გაზრდასაც აპირებს.

შარშან მარწყვი ივნისიდან სექტემბრის ბოლომდე გაყიდა, 1 კგ 10 ლარად და 1000 დოლარის მოგება მიიღო.

parnik

პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 50 000 ლარი შეადგინა, საიდანაც ხარჯების 35% პროექტის ავტორმა ჩადო, ხოლო ძირითადი ნაწილი – 65% – გრანტი. სათბური 500 კვ/მ ფართობს მოიცავს.

parnik Armen

სასათბურე მეურნეობის ბიზნესის სეზონური ხასიათიდან გამომდინარე, მარტის დღესასწაულებზე ქალები ადგილობრივ, ახალქალაქის ყვავილებს ვერ მიიღებენ, თუმცა ყვავილების დეფიციტი არ არის. მსურველები აჩუქებენ შემოტანილ ყვავილებს, რომლებსაც მაღაზიები სადღესასწაულო დღეებისთვის იმარაგებენ.