სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 1 631 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მონაცემებს ადგილობრივი მედია აქვეყნებს.
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ქვეყანაში, ბოლო 24 საათში, ვირუსით კიდევ 11 ადამიანი გარდაიცვალა.
სომხეთში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ჯამში, 391 588 პირი დაინფიცირდა, აქედან 8 097 გარდაიცვალა, 352 985 კი – გამოჯანმრთელდა.