საქართველოში კორონავირუსის 23 134 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 17 594 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 33 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 76 205 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 48 711, „პისიარ“ ტესტით – 27 494.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 30,36%, ბოლო 14 დღის – 26,16%, ბოლო შვიდი დღის – 29,28%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 295 505 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 071 560 გამოჯანმრთელდა, 15 174 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 747 141 აცრა, დღიურად აცრილია 4 224.
კარანტინის რეჟიმშია 51, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 840 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 954 პირი.
ამასთან, 4 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 22 263 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 15 575 პაციენტი გარდაიცვალა 39.