დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში მოსახლეობის 80%-ზე მეტს აქვს იმუნური ფენა.

ამის შესახებ გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ბოლო წერტილამდე არ მივსულვართ, მაგრამ დაახლოებითი მოდელირება, რაც გვაქვს, დღეს ეს 80%-ზე უფრო მაღალია, მაგრამ ბოლო ციფრი არ მინდა, შემეშალოს. ამიტომ, ვერ გეტყვით ჯერ, რადგან ეს არ არის ბოლო ჩვენი შიდა კონსენსუსი. გიდასტურებთ, რომ იმუნური ფენა 80%-ზე მაღალია“, – აღნიშნავს გამყრელიძე.