საქართველოში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1085 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 911-ს შეადგენს.