სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 1 362 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – მონაცემებს პორტალი worldermeters-ი აქვეყნებს. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ქვეყანაში, ბოლო 24 საათში, ვირუსით კიდევ 7 ადამიანი გარდაიცვალა.

სომხეთში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ჯამში, 367 795 პირი დაინფიცირდა, აქედან 8 053 გარდაიცვალა, 336 005 კი – გამოჯანმრთელდა.