სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 940 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,- მონაცემებს პორტალი worldermeters-ი აქვეყნებს.
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ქვეყანაში, ბოლო 24 საათში, ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა და კოვიდ 19-ით დაღუპულთა საერთო რაოდენობა უცვლელი – 8 026 – დარჩა.
პანდემიის დაწყების დღიდან, საერთო ჯამში, სომხეთში 350 897 პირი დაინფიცირდა, 334 109 კი – ვირუსისგან გამოჯანმრთელდა.