საქართველოს საკარანტინე ზონებში 4500-ზე მეტი ადამიანი იმყოფება. თუ როგორ მიდის ცხოვრება ერთ სივრცეში, რისი გადატანაა რთული და რას ნიშნავს კარანტინი Jnews-მა პირველი წყაროებიდან გაიგო.
სასტუმრო Grand Palace-ში კარანტინის ვადა დაუსრულდათ იმ ადამიანებს, ვინც 21 მარტს «ნინოწმინდის» საბაჟო პუნქტიდან პირდაპირ კარანტინში იქნა გადაყვანილნი. 21 მარტს საქართველოში საზღვარგარეთიდან ყველა შემოსულისთვის აუცილებელი კარანტინი შემოიღეს და აღნიშნული ჯგუფი იყო პირველი, რომელიც სომხეთიდან სახლში დაბრუნებისას პირდაპირ კარანტინში მოათავსეს. ამ ადამიანებისათვის რთულია ასეთი ზომების აღქმა-გააზრება, რადგან მათგან ბევრმა არ იცოდა, რომ თვითიზოლირების ნაცვლად, ისინი ვალდებულნი იქნებიან 14 დღე კარანტინში გაატარონ.
ჩვენი რესპოდენტი არმენი (სახელი მისი თხოვნით შეცვლილია), ახალქალაქის, ნინოწმინიდს, წალკისა და ახალციხის მუნიციპალიტეტების 30 მაცხოვრებელს შორის იყო კარანტინში.
არმენი ამბობს, რომ რთულია მუდამ ერთ შენობაში ყოფნა, მაგრამ რას იზამ, ამასაც ეჩვევი. კვება სასტუმროში ნორმალურია, 3-ჯერადია, ჩაი და ყავა- შეზღუდვის გარეშე.
«კვება მრავლაფეროვანია, არ ვუჩივი, ერთხელ მოგვართვეს ხინკალი, ისე მუდმივადაა ბრინჯი, მაკარონი, კოტლეტები. ზოგადად კვება ნორმალურია»,- ამბობს არმენი.
დღე იწყება და მთავრდება ერთნაირად. სასტუმროს ნომრებში, არმენის თქმით, ბევრი მარტო მოათავსეს, მხოლოდ ოჯახის წევრებს ათავსებდნენ ერთად.
უფლებები და მოვალეობები აქ თანასწორი არ არის. უფლება გაქვს ჭამის, დასვენების, ტელევიზორის ყურების, ტელეფონით სარგებლობა არ იზღუდება, მაგრამ შეზღუდულია ყველაზე მთავარი-თავისუფლება.
«ჩვენ ხელი მოვაწერეთ ფურცელს, რომლის თანახმად ვალდებულნი გავხდით ოთახიდან არ გამოვიდეთ. არც ვცდილობთ გასვლას, შეიძლება დაგვაჯარიმონ, ყველგან კამერებია, შეგვამჩნევენ მაშინვე».
ხალხის ერთადერთი და მთავარი ვალდებულება კარანტინში სხეულის ტემპერატურის კონტროლია. ადამიანები ხშირად თვითონ იზომავენ ტეპერატიურას , თერმომეტრის მაჩვენებლები იწერება ცხრილში, რომელიც ყველას აქვს ნომერში.
«ძირითადად ჩვენ ვიზომავთ, ისინი ამოწმებენ და ვიწერთ. არ ვიცი ეს სასტუმროს თანამშრომლები არინ, თუ ექიმები და ექთნები. ყველა სპეციალურ ტანსაცმელშია, დახურულები, პირბადეებსა და თავის სპეციალურ საფარებში. გუშინ ექიმები მოვიდნენ, მე ვფიქრობ, რომ ექიმები იყვნენ, რადგან ისინი ყურადღებით გვათვალიერებდნენ».
არმენი 4 აპრილს ელოდება, რომ სახლში გაემგზავროს, მისი ცხრილი 3 აპრილს ივსება, მეორე დღეს ის თავისუფალი იქნება.
ტელევიზორი არის და სხვადასხვა არხს იჭერს, თუმცა არმენი დროის ძირითად ნაწილს ტელეფონში ატარებს, სასტუმროში ნორმალური ინტერნეტია.
შეკითხვაზე, თუ რომელია უკეთესი, საგანგებო მდგომარეობას დაელოდო საზღვარგარეთ, თუ დაბრუნდე, კარანტინი გაიარო და სახლში ჯანმრთელი მიხვიდე, არმენმა თქვა:
«ვიქრობ უკეთესია დაბრუნდე, 14 დღე კარანტინში გაატარო და დაუბრუნდე ახლობლებს სავსებით დარწმუნებული, რომ ჯანმრთლი ხარ».