“სააღმზრდელო პროცესი დაიწყება როგორც დაგეგმილი იყო -17 იანვარს, იმ რეგულაციებით, რაც აქამდე გვქონდა”, – განაცხადეს ბაღების მართვის სააგენტოში.
ხუთი ძირითადი რეგულაცია, რომლებიც ბაღებმა უნდა დაიცვან:
1. არ დაუშვათ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დანესებულებების (შენობაში გარეშე პირების (მათ შორის მშობელთა/მეურვეთა) შესვლა. ბავშვების მიღება განხორციელდეს დანესებულების თანამშრომლის მიერ;
2. დაწესებულების შესასვლელთან განახორციელეთ თერმოსკრინინგი, რათა გააკონტროლოთ როგორც პერსონალის, ასევე, ბავშვებისა და მათი მშობლების/მეურვეების ჯანმრთელობის მდგომარეობა. ტემპერატურის გაზომვით;
3. თერმოსკრინინგისას, ცხელების 37 ან 37-ზე მეტი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, პირი ექვემდებარება მოსაცდელ სივრცეში ტემპერატურის გადამონმებას ვერცხლისწყლის თერმომეტრით, 15 ნუთიან შუალედში. ყოველი გამოყენების შემდეგ სავალდებულოა ვერცხლისწყლის თერმომეტრი დამუშავდეს სადეზინფექციო ხსნარით;
4. დაწესებულებაში უზრუნველყავით ბავშვის მიღებისა და გაშვების დროში გაწერილი გრაფიკის დაცვა. ამასთან, რაიმე მიზეზით გრაფიკის დარღვევის აუცილებლობის შემთხვევაში, მშობელმა/კანონიერმა ნარმომადგენელმა დანესებულებაში მისვლამდე, აღმზრდელს (ან აღნიშნული კომუნიკაციისთვის განსაზღვრულ თანამშრომელს) არანაკლებ 10 ნუთით ადრე უნდა აცნობოს ტელეფონით რათა საკმარისი დრო იყოს იმისთვის, რომ ბავშვი მოამზადონ სახლში ნასასვლელად;
5. უზრუნველყავით ბავშვებისთვის ფანქრების, მაკრატლებისა და სხვა საშუალებებისთვის ინდივიდუალური ყუთების შექმნა ისე, რომ სახელოვნებო/გასართობი საქმიანობის დროს თითოეულმა გამოიყენოს მისთვის ინდივიდუალურად განკუთვნილი ყუთი; აკრძალეთ სახლიდან სათამაშოების მოტანა.