60 წლიანი გამოცდილების მქონე მასწავლებელმა, ვაჩაგან რსტაკიანმა, სომეხი ხალხის ისტორიის უმნიშვნელოვანესი გვერდების შესწავლით  პატრიოტულად აღზარდა მრავალი თაობები.
Rstakyan 2
ვაჩაგან რსტაკიანს მასწავლებლობის სურვილი ბავშვობიდან გაუჩნდა, რასაც დიდად შეუწყო ხელი სომხეთის ხ.აბოვიანის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში ისტორიულ-ლინგვისტიკის ფაკულტეტზე ჩაბარებამ. პედაგოგიური კოლეჯის კარი რომ გააღო, უკვე წარმატებული მასწავლებელი იყო, მასწავლებლის დიპლომი ჰქონდა. ინსტიტუტში სომხური ენის, ლიტერატურისა და ისტორიის მასწავლებლის კვალიფიკაცია მიიღო.

„ჩემს ცხოვრებაში ყველაზე სასიამოვნო მომენტი იყო პედაგოგიურ ინსტიტუტში შესვლის მომენტი, რადგან ძალიან მიყვარს ბავშვები, პედაგოგიკა ძალიან მნიშვნელოვანი თანამდებობაა, მასწავლებელი განსაზღვრავს ბავშვის ბედს და ამ თვალსაზრისით ვცდილობდი მაქსიმალურად გამომეყენებინა ჩემი ცოდნა და გამოცდილება.”

Rstakyan 1

მშობლიურ სოფელში 12 წლიანი წარმატებული მუშაობის შემდეგ, ადგილობრივი ხელისუფლებისგან მიიღო შეთავაზება ახალქალაქის სახალხო განათლების განყოფილებაში ზედამზედველად ემუშავა. შემდეგ 2 წელი მუშაობდა ბავრაში საშუალო სკოლის დირექტორად, მოგვიანებით სახალხო განათლების განყოფილებაში მიიღო მეთოდოლოგის თანამდებობა, პარალელურად რეგიონის სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობდა.

„უმაღლესი განათლების მქონე მასწავლებელი აუცილებლად საჭიროა, სწორედ ამ ფაქტმა მიბიძგა, დავბრუნებულიყავი მშობლიურ სოფელში, რომ ჩემი დროის მოსწავლეები არ დაზარალებულიყვნენ, რომ ამ საგნებში მათი მოთხოვნები დამეკმაყოფილებინა“.

პედაგოგიურ ნიჭთან ერთად ბუნებამ ის მუსიკალური სმენითაც დააჯილდოვა. რსტაკიანის მამა მუსიკოსი იყო, ეს ნიჭი შვილს გადაეცა, უკრავს ვიოლინოზე.

ბოლო წლებში ვაჩაგან რსტაკიანი ახალქალაქის ახალგაზრდულ ცენტრში სომხეთის ისტორიის მასწავლებლად მუშაობდა. ცენტრში მუშაობის წლებს სიამოვნებით იხსენებს. 2021 წელს, ჯანმრთელობის პრობლემების გამო ცენტრში მუშაობაზე უარი თქვა.

rstakyan 5

„ცენტრის ადმინისტრაციისა და თანამშრომლების უზომოდ მადლობელი ვარ, ჩემს პატივსაცემად აქცია მოაწყვეს, ამან ძალიან შთამაგონა, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჩემს ზურგს უკან დაცვაა, ეს არის კოლექტივი და ჩემი სტუდენტები”, – ამბობს იგი.
rstakyan 4

Rstakyan 3

სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში მუშაობისას დაჯილდოვდა, როგორც კოლექტივის, ისე სტუდენტებისა და მათი მშობლების პატივისცემითა და სიყვარულით. მიღებული აქვს მრავალი ორდენი და დიპლომი.