ახალი წლის ღამით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღის აღსაზრდელი დასაჩუქრდება.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბაღებში საახალწლო წვეულებები მშობლების მონაწილეობით პანდემიის გამო წელს არ გაიმართება, თუმცა საბავშვო ბაღები 29 დეკემბრამდე სხვადასხვა აქტივობებს გამართავენ. ამ დღესასწაულის დროს ბავშვები საჩუქრებს მიიღებენ. სულ 1 167 ბავშვი დასაჩუქრდება.

სასაჩუქრე შეფუთვაში ტკბილეული და პატარა სათამაშოები შედის, თითოეულის ღირებულება 20,50 ლარს შეადგენს.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 16 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს.