შსს-ს იუწყება, რომ დღეს შუადღისას, პარლამენტის დეპუტატ ენზელ მკოიანის სახლთან მომხდარ ფაქტზე გამოძიება ორი მუხლის თანახმად მიმდინარეობს. გამოძიების დეტალებიდან ირკვევა, რომ დეპუტატის სახლთან მოხდა გარჩევა, ჯგუფური ფიზიკური დაპირისპირება და ცემა, ამას გარდა საქმეში ცეცხსასროლი იარაღის მარლთსაწინააღმდეგო შენახვა ფიგურირებს.
როგორც Jnews-მა გვაცნობა, პარლამენტის დეპუტეტის ენზელ მკოიანის სახლთან სროლის ხმა დღეს, 26 მარტს, დაახლოებით 15:30 საათზე გაისმა.
დაპირისპირების მიზეზი კვლავ უცნობი რჩება.
შსს-მ გვაცნობა, რომ გამოძიების წარმოება ორი მუხლის თანახმად დაიწყო:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის “6” პუნქტის, 126 მუხლის პირველი პრიმა ნაწილის თანახმად, რომელიც გულისხმობს ძალადობას -ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
გამოძიების შედეგად დადგენილი დამნაშავე პირები შეიძლება დაისაჯონ ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით.
საქართველოს სსკ-ს 236 მუხლის მე-3 ნაწილი გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვას, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე.
აღნიშნული მუხლის ნე-4 ნაწილი გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარებას და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.