ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულო 2022 წლის ბიუჯეტს განიხილავს. მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტი კომისიებში და ბიუროზე უკვე განიხილეს, ხვალ საკრებულოს სხდომა გაიმართება. დღეს ბიუროს სხდომაზე დეპუტატებმა ის ინფრასტრუქტურული სამუშაოები განიხილეს, რომლის განხორციელებასაც ადგილობრივი ხელისუფლება უახლოეს 2022 წელს აპირებს, არსებული თანხების გათვალისწინებით.
ყველა ამ ინფრასტრუქტურული სამუშაოსთვის მზად არის პროექტები და ხარჯთაღრიცხვა. მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურმა ეს სამუშაოები განსახილველად და შემდგომ დასამტკიცებლად წარადგინა, რათა მომავალ წელს, ფინანსების არსებობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ განახორციელონ.
ეს არის ძირითადად სოფლის გზების მოასფალტების პროექტები. 7 პროექტი 9 982 075 ლარის ოდენობით.
პროექტები ასეთია:
კარწახის გზატკეცილიდან სოფელ დადეშამდე – 2600მ, 1 207 710 ლარის ოდენობით.
სოფელი ერინჯადან სოფელ მიასნიკიანამდე – 4032 მ, 1 827 650 ლარის ოდენობით.
ქარცეფი-აფნია-ვარძია – 4457 მ, 2097 910 ლარის ოდენობით.
აბულ-კარტიკამი – 4048 მ, 1 862 390 ლარის ოდენობით.
ხულგუმო-კულიკამი – 2 167 760 ლარის ოდენობით, სიგრძე 2413 მ.
აღმაშენებლის ქუჩა პოლიციის შენობის მიმდებარედ 80 024 ლარად
ოკამი-ქარცეფის გზა – 1200 მ, 738 631 ლარის ოდენობით.
ეს არ არის სრული ჩამონათვალი იმ ინფრასტრუქტურული პროექტისა, რომლის განხორციელებასაც ადგილობრივი ხელისუფლება მუნიციპალიტეტში გეგმავს.