სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 502 შემთხვევა გამოვლინდა, 590 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 43 პაციენტი, კიდევ ერთი პაციენტის გარდაცვალების მიზეზად კი სხვა დაავადებები დასახელდა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გასული დღე-ღამის განმავლობაში სომხეთში კორონავირუსზე 7 279 ტესტი ჩატარდა. პირველი დეკემბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 339 020 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 317 765 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
პანდემიის დაწყებიდან, ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით სულ 7 610 ადამიანი გარდაიცვალა. 1 447 ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები დასახელდა.