მსოფლიოში კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა. შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს. ამავე სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 247 მილიონს გადააჭარბა, საიდანაც 223 მილიონზე მეტი გამოჯანმრთელდა.
მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების 18.2 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი – 46.7 მილიონი შემთხვევა აშშ-ია დადასტურებული, მეორე ადგილზეა ინდოეთი 34.2 მილიონზე მეტი შემთხვევით, შემდეგ მოდის ბრაზილია, გაერთიანებული სამეფო და რუსეთი.