საქართველოში კორონავირუსის 1097 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ინფორმაცია ცოტა ხნის წინ განახლდა მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში 3 208 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღის განმავლობაში, 25 პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით.
საერთო ჯამში, საქართველოში კორონავირუსული ინფექციით 221 605 შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 203 547 გამოჯანმრთელდა, ხოლო 2 377 გარდაიცვალა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გაკეთდა 8 394 ტესტი, მათ შორის 3 993 ანტიგენის სწრაფი გამოკვლევით, 4401 PCR ტესტი.
ამ დროისთვის 420 ადამიანი იმყოფება კარანტინში, 5 677 საავადმყოფოშია ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, ხოლო 1,393 ადამიანი კოვიდსასტუმროებში.
26 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1,774 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 4 119 ადამიანი გამოჯანმრთელდა.