პირველი დეკემბრიდან 2 დეკემბრის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი. ამის შესახებ გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ.
მათივე ცნობით, მაღალ მთაში მოსალოდნელია თოვლი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ამასთან, ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი.
„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია, საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – აღნიშნავენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.