შაბათს, 8 აგვისტოს სამცხე–ჯავახეთში დღის პირველ ნახევარში, ყველა მუნიციპალიტეტში უნალექო და მზიანი ამინდია მოსალოდნელი, ხოლო დღის მეორე ნახევრიდან, მაღალ მთაში, სინოპტიკოსები, ხანმოკლე წვიმას ვარაუდობენ.
ახალციხეში, ბორჯომში, ასაპინძასა და ადიგენში ჰაერის ტემპერატურა +33, +35 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო ღამით +15, +17 გრადუსი იქნება.
დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმაა ნავარაუდევი მაღალ მთაში. ახალქალაქსა და ბაკურიანში დღისით +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10, +12.
დღის პირველ ნახევრში მზიანი ამინდია მოსალოდნელი ნინოწმინდაში, ხოლო მეორე ნახევრიდან სინოპტიკოსები წვიმას ვარუდობენ. დღისით ჰაერი +23, +25 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება.
კვირას, 9 აგვისტოს, მთელს რეგიონში, ასევე უნალექო და მზიანი ამინდია ნავარუდევი.
ახალციხეში, ბორჯომში, ადიგენსა და ასპინძაში ჰაერის ტემპერატურა +34, +36 გრადუსამდე მოიმატებს, ღამით კი +15, +17 გრადუსი იქნება.
დღის განმავლობაში მზიანი ამინდია მოსალოდნელი მაღალ მთაშიც, ხოლო საღამოს საათებში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა, ახალქალაქში, ბაკურიანსა და ნინოწმინდაში დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ტემპერტურა +9, +11 გრადუსამდე შენარჩუნდება.
10 აგვისტოდან სამცხე–ჯავახეთში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.