საქართველოში კორონავირუსის 3 333 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 5 052 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 56 პაციენტი.

ამასთან, 27 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 4 058 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 157 პაციენტი, გარდაიცვალა 61.