სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა უცხოურ ვიზიტორთა სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომელიც მიმდინარე წლის მეორე კვარტალს მოიცავს.

დოკუმენტის მიხედვით, 2023 წლის II კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 1.7 მილიონი შემოსვლა, რაც 57.4%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 46.4%, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.

აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 1.5 მილიონი შეადგინა, რაც ასევე 58.7%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.