დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის – სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში მიწისძვრა მოხდა.

ცენტრის ცნობით, 3.2 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა დღეს, თბილისის დროით 07:48 საათზე დაფიქსირდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი დმანისიდან ჩრდილო-დასავლეთით, 9 კმ.-ში იყო.