საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ვიცე-პრემიერები საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი იქნებიან. ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„ჩვენ დღეიდან გვეყოლება ორი ვიცე-პრემიერი, ბატონი დავით ზალკალიანი და ივანე მაჭავარიანი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
დავით ზალკალიანს ვიცე-პრემიერის პოსტი აქამდეც ეკავა. კიდევ ერთი ვიცე-პრემიერი იყო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი მაია ცქიტიშვილი, რომელმაც მინისტრის თანამდებობა დატოვა.